среда, 14 апреля 2010 г.




პროექტის მნიშვნელობა: ამბროლაურის რეგიონშიგადაშენების პირას მყოფი ჯიშების გადარჩენისა და ქართული ღვინის წარმოების უძველესი ტადიციების აღდგენა–პოპულარიზაციისათვის.
პროექტის მიზნები და შედეგები:
1. რაჭაში მეურნეობის ტრადიციული დაგრის – მეღვინეობისადმი ინტერესის გაღვივება ახალგაზრდებში.
2. რაჭის ღვინის ამპელოგრაფიის შექმნა,
3.საგანგებოდ შექმნილი ბუკლეტების მეშვეობით რაიონის მოსახლეობაში მეღვინეობის ტრადიციული ფორმების პოპულარიზაცია.

გუნდის წევრები ღრმად შეისწავლიან
. კუთხის მევენახეობის ისტორიას,
. ხალხური ტექნოლოგიით ღვინის წარმოების ხერხებს და ადათ–წესებს.
. გადაშენების პორას მყოფი ყურძნის ჯიშების თვისებებს, მათ გავრცელების არეალს.

საზოგადოებისათვის შეიქმნება:

1. ბუკლეტი, ხალხური ტექნოლოგიებით ღვინის წარმოების შესახებ.
2. რუკა,გადაშენების პორას მყოფი ჯიშების გავრცელების არეალის ჩვენებით.
3. ღია ტიპის მარნის მაკეტი.
4. რაჭის ღვინის ამპელოგრაფია.

მოსწავლეებს აქვთ ცოდნა:

1. ისტორია,რომელმაც საშუალება მისცა კვლევას რაჭაში მეღვინეობა–მევენახეობის განვითარებისა. ასევე ეთნოგრაფიული მასალა, ვაზის მოვლა,ღვინის დაყენება, ტრადიცია, ტექნოლოგია.
2. ბიოლოგიის გაკვეთილები: ვაზის სხვადასხვა ჯიშის გამოყვანის ტექნოლოგია, ვაზის გამრავლება, მოვლა, გადარგვის სპეციფიკა.
3. გეოგრაფიის გაკვეთილები: რუკის შექმნა, საჭირო არეალების ჩვენებით.



პროექტის რესურსი:
1. პირადი კონსულტაციები
. მევენახეობა–მეღვინეობის რაიონში მცხოვრებ უხუცეს მეურნეებთან
. რაჭული საწნახელისა და მარნის ხელ–ავეჯის დამამზადებელ ოსტატებთან,
. მეღვინეებთან
. აგრონომებთან

სასწავლო პროექტის მსვლელობა:
1. ლიტერატურისა და სხვა ინფორმაციის მოპოვება – ვ.ვარდიშვილი – მარტი
2. მოსახლეობის გამოკითხვა – გ.მალასიძე – მარტი
3. ბუკლეტის შექმნა – ნ.ჯიქური, ქ.ჯიქური – მაისი
4. ბუკლეტის გავრცელება სკოლებში, საკრებულოში –ნ. ფაფიაშვილი – მაისი
5. მარნის ხელ–ავეჯის დამამზადებელი ოსტატების მოძიება, ინტერვიუ მათთან, მათი გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის. ვ.ვარდიშვილი – მაისი, ივნისი
6. რაჭული ღვუნის წარმოების ძველი ხალხური ტექნოლოგიით მოძიება – თ.ლურსმანაშვილი – აპრილი
7. ღვინის ქარხნის დირექტორებთან კავშირის დამყარება და კონსულტაციები, ასევე სანერგე მეურნეობასთან კავშირის დამყარება და კონსულტაციები – გ.მალასიძე, გ.არუთინიანი. – აპრილი
8.დღეს რაჭაში გავრცელებული ყურძნის ჯიშების მოძიება – თ ლურსმანაშვილი – აპრილი
9. მინი–ამპელოგრაფიის შექმნა – ნ.ფაფიაშვილი – აპრილი
10. ღია ტიპის მარნის მაკეტის შექმნა – ქ.ჯიქური, ნ.ჯიქური – მაის
11. რუკის შექმნა – ვ.ვარდიშვილი, გ.მალასიძე
12. პროექტის პრეზენტაცია – გ. მალასიძე
13. ფოტო და ვიდეო მასალის შექმნა – ჯგუფია ყველა წევრი – აპრილი, მაისი


ლიტერატურა:
1.ნ.გელაშვილი, მეღვინეობა I-II ნაწ.თბილისი 1961
2.ნ. კეცხოველი, მ.რამიშვილი, დ.ტაბიძე საქართველოს ამპელოგრაფია, თბ.1960
3.თ. კვარაცხელია , დასავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშები ქუთ. 1936
4.ა.მიროტაძე რაჭა–ლეჩხუმის ვაზის ჯიშები თბ.1939

ტექნიკა:
. ვიდეოკამერა
. კომპიუტერი
. ფოტოაპარატი

მონაწილეთა მონაცემები: 146 - ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები:ვარდიშვილი ვასილი, მალასიძე გელა, არუთინიანი გიორგი, ლურსმანაშვილი თათია, ჯიქური ქეთი, ჯიქური ნელი, ფაფიაშვილი ნოშრევანი.